საზოგადოება
დავით გარეჯში 50- მდე მხედარი გაემგზავრა
ხვალ დავით გარეჯის მონასტრის მიმდებარედ, სოფელ უდაბნოსთან, სახალხო დღესასწაული - „გარეჯობა 2019“ გაიმართება.


ცოტა ხნის წინ საგარეჯოდან, 50-მდე მხედარი თუშური სათემო და ხევსურული საბრძოლო დროშებით სახალხო დღესასწაულზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხვალ დღის განმავლობაში სტუმრებისთვის სპორტული და გასართობი ღობისძიებები გაიმართება, მოეწყობა ტრადიციული ქართული კერძების გამოფენა , ეთნო კუთხე და შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში.

| Print |
FaceBook Twitter Google