საზოგადოება
თუშეთში ტურისტების ავტომობილი კლდიდან გადავარდა
თუშეთის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილი რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, გზიდან გადავარდა.


ახმეტის მერის მოადგილის ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, სავარაუდოდ არის მსხვერპლიც.
,,დაახლოებით ერთი საათის წინ მივიღეთ ჩვენ ინფორმაცია, რომ თუშეთის გზის 18-ე კილომეტრზე სავარაუდოდ ტურისტების ავტომანქანა გადავარდა გზიდან. ჩვენი ინფორმაციით, სავარაუდოდ არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები, თუმცა რაოდენობებს ვერ გეტყვით. ადგილზე გაემგზავრა მერი, მაგრამ იმ ტერიტორიაზე ტელეფონები არ იჭერს და ჯერჯერობით ვერ ვუკავშირდებით.ამ ეტაპზე არც ის ვიცით რა ფირმის ავტომობილია“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ წუთებში სამაშველო ბრიგადები შემთხვევის ადგილისკენ მიემართებიან, თუმცა გადაადგილებას რთული რელიეფი ართულებს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / თუშეთი /