საზოგადოება
საკრებულოს დეპუტატებს m2-ის წარმომადგენლებმა ახაშნის განაშენიანების პროექტი წარუდგინეს
მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სესიაზე სოფელ ახაშნის ნაწილის განაშენიანების რეგულირების გეგმა განიხილეს. საკითხი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ევრო-სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-ტურისტული კომპლექსის მშენებლობას ეხებოდა.


აღნიშნული გეგმა, დეპუტატებს, პროექტის ორგანიზატორებმა, კომპანია "m 2 ჰოსპიტალიტის" წარმომადგენლებმა დეტალურად გააცნეს. დიზაინერის პაპუნა სახამბერიძის თქმით, სამუშაოები სამშენებლო ნებართვის გაცემის შემდეგ დაიწყება.
„სოფელ ახაშენში იგეგმება სასტუმრო კომპლექსის აშენება. პროექტი დამუშავებულია იტალიელი არქიტექტორის მიერ და დღესდღეობით დამტკიცების სტადიაშია. იქნება დაახლოებით სამოცი ნომერი, აშენდება ასევე ცალკე მდგომი კოტეჯის ტიპის ვილები, რომელიც გაქირავდება უცხოელ სტუმრებზე. სასტუმროში შედის სპორტული კომპლექსიც. ეს რაიონისთვისაც კარგი იქნება, რადგან დაახლოებით ასი ადამიანი დასაქმდება. “

საკითხს დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

| Print |
FaceBook Twitter Google