საზოგადოება
დღეს საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს წევრებს ირჩევენ
ამ წუთებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის ოცდახუთივე საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს არჩევნები მიმდინარეობს. როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დალი მინდიაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, უბნები 9 საათზე გაიხსნა.


„ჩატარდა წილისყრა, კომისიის წევრების ფუნქციების განსაზღვრისთვის. გაფორმდა ოქმი. ამის შემდეგ უკვე მშობლებმა და პედაგოგებმა აქტიურად დაიწყეს ხმის მიცემა. ვიყავი კალაურში და ვაჩნაძიანში, ამჟამად ვარ შაშიანში. ყველგან ძალიან დიდი აქტივობაა. კენჭისყრა ოთხ საათზე დასრულდება. ნაკადის მომწესრიგებელი ნახავს და თუკი რიგი იქნება, შეიძლება ხმის მიცემის პროცედურა ცოტა ხანს გაგრძელდეს. ოთხი საათის შემდეგ დაიწყება ხმის დათვლა. დღეს 12 საათამდე აიტვირთება შემაჯამებელი ოქმები. “

მისივე თქმით, საბოლოო შედეგები 19 ივნისს გახდება ცნობილი.

| Print |
FaceBook Twitter Google