საზოგადოება
ძმები წანაწყენიშვილები ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ
გურჯაანის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეები 14 წლის ძმები: ალექსანდრე და გიორგი წანაწყენიშვილები ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან.


კლუბის მენეჯერის გიორგი ქიტესაშვილის თქმით, 52 მონაწილიდან ყველაზე მაღალი ქულები მათ დააგროვეს.
„ჩემპიონატი თბილისში ჩატარდა. ტურნირი, რომელიც შვიდ ტურად გაიმართა, ცხრა ივნისს დაიწყო და თექვსმეტ ივნისს დასრულდა. ყველაზე მეტი ქულა ჩვენი კლუბის ბავშვებმა, ტყუპებმა 14 წლის ალექსანდრე და გიორგი წანაწყენიშვილებმა დააგროვეს. მათ პირველი და მეორე ადგილი გაინაწილეს. პირველზე ალექსანდრე გავიდა, ხოლო მეორეზე - გიორგი. “

ალექსანდრე წანაწყენიშვილი შედეგით კმაყოფილია. როგორც მან აღნიშნა, ზოგიერთ მოწინააღმდეგესთან თამაში ცოტა გაუჭირდა.
„იყო საქართველოს ჩემპიონატი რეიტინგ კატეგორიაში. აქედან მე ექვსი ქულა ავიღე და დავიკავე პირველი ადგილი. წარმატების მოლოდინი 70-80 პროცენტი მქონდა, რადგან ძალიან კარგი მოწინააღმდეგეები იყვნენ. ზოგიერთთან თამაში გამიჭირდა კიდეც. შედეგით კმაყოფილი ვარ. “

გამარჯვებულებს გარდამავალი თასი, დიპლომები და ფულადი თანხა გადაეცათ. პირველ ადგილზე გასულს 400, ხოლო მეორეზე - 250 ლარი.

| Print |
FaceBook Twitter Google