საზოგადოება
გურჯაანში პოლიციის ახალი შენობა აშენდება
გურჯაანში პოლიციის ახალი შენობა უნდა აშენდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
ტენდერის პირობების თანახმად, ნონეშვილის #6-ში, (ახლანდელი პოლიციის შენობა) უნდა აშენდეს ადმინისტრაციული შენობა, დროებითი მოთავსების იზოლატორი, ძაღლების ვოლიერი და დამხმარე შენობა-ნაგებობება, ასევე კეთილმოეწყობა ეზო.
სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 596 883 ლარია. გამარჯვებულმა კომპანიამ მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.
წინადადებების მიღება აღნიშნულ ტენდერზე 16 ივნისს დაიწყო და 21 ივნისს დასრულდება.

მშენებლობის დასრულებამდე შესაბამისი სამსახურები სხვა შენობაში გადავლენ.

| Print |
FaceBook Twitter Google