საზოგადოება
ღვინის ფესტივალზე გურჯაანმა 37 მედალი აიღო
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც ექსპოჯორჯიაში გაიმართა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ღვინოებმა 37 მედალი აიღეს.


დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით, მერიისა და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან, გამოფენა-კონკურსზე 10 ღვინის მარანი, ასევე სხვა მსხვილი კომპანიები მონაწილეობდნენ. მერიის საგარეო ურთიერთობების საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განყოფილების უფროსის ნინი ნინოშვილის განმარტებით, გურჯაანის ღვინოებმა მთლიანობაში 4 ოქროს, 10 ვერცხლისა და 23 ბრინჯაოს მედალი მიიღეს.

„ ექსპოჯორჯიაში გაიმართა ალკოჰოლური სასმელებისა და ღვინის მე-12 საერთაშორისო გამოფენა, სადაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქარხნებმა და მარნებმაც მიიღეს მონაწილეობა. გამოყოფილი იყო საგამოფენო სივრცე, სადაც თითოეულ მათგანს შეეძლო თავიანთი ღვინოების პოპულარიზაცია. წარმომადგენლები შეხვდნენ ცნობილ მეღვინეებს და სომელიეებს. ქარხნების და მარნების ნაწილი კონკურსშიც მონაწილეობდა, რის შედეგად მივიღეთ 37 მედალი. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის ღვინოებმა, დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ჩვენი მარნებისა და ქარხნების პოპულარიზაციის, ცნობადობისა და ხელშეწყობისთვის მაქსიმალურად ყველა ღონისძიებაში ვიქნებით ჩართული. გახარებულები ვართ, იმ დიდი წარმატებითა და შედეგით, რასაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის ღვინოებმა მიაღწია.“
მისივე თქმით, კონკურსზე სულ 81 კომპანიის მიერ წარმოებული 300-ზე მეტი ღვინის ნიმუში იყო წარდგენილი.

იხილეთ ღვინის საერთაშორისო გამოფენის მედალოსანი ღვინოები გურჯაანიდან:

ოქროს მედალი:
"ქისი-მწვანე“ თეთრი მშრალი/ქვევრი (შალვინო, შალვა გვარამაძის მარანი);
„მწვანე ქვევრის“ თეთრი მშრალი/ქვევრი (ქვევრის ღვინის მარანი);
"ქვევრის ქისი" თეთრი მშრალი/ქვევრი (ქვევრის ღვინის მარანი);
„საფერავი ქვევრის“ წითელი მშრალი/ქვევრი (კახური ღვინის მარანი);

ვეცხლის მედალი:
„გურჯაანი 2015“ თეთრი მშრალი (კახური ღვინის მარანი);
„ქისი ქვევრის“ თეთრი მშრალი/ქვევრი (დუგლაძის ღვინის კომპანია);
„წარაფი“ თეთრი მშრალი/ქვევრი (შალვინო, შალვა გვარამაძის მარანი);
„დაისი/ქისი“ თეთრი მშრალი/ქვევრი (ბოლერო და კომპანია);
„მწვანე/ქვევრი“ თეთრი მშრალი/ქვევრი (კახური ღვინის მარანი);
"რქაწითელი ქვევრის" თეთრი მშრალი/ქვევრი (ქვევრის ღვინის მარანი);
„საფერავი“ წითელი მშრალი (კახური ღვინის მარანი);
„მუკუზანი“ წითელი მშრალი (კახური ღვინის მარანი);
„საფერავი“ წითელი მშრალი/ქვევრი (შალვინო, შალვა გვარამაძის მარანი);
„ახაშენი“ წითელი ს/ს (კახური ღვინის მარანი);

ბრინჯაოს მედალი:
„წინანდალი“ თეთრი მშრალი (კახური ღვინის მარანი);
მუკუზანი თეთრი მშრალი (გოჩა იჩკიტიძის მუკუზნის ღვინის ქარხანა);
„რქაწითელი“ თეთრი მშრალი (კახური ღვინის მარანი);
„დაისი ხიხვი“ თეთრი მშრალი/ქვევრი (ბოლერო და კომპანია);
„საღირაული“ თეთრი მშრალი/ქვევრი (გიორგი ხელაშვილი);
„მწვანე“ თეთრი მშრალი/ქვევრი (შალვინო, შალვა გვარამაძის მარანი);
„ქისი“ თეთრი მშრალი/ქვევრი (შალვინო, შალვა გვარამაძის მარანი);
„დაისი რქაწითელი“თეთრი მშრალი/ქვევრი(ბოლერო და კომპანია);
„დაისი მწვანე“ თეთრი მშრალი/ქვევრი(ბოლერო და კომპანია);
„ხიხვი ქვევრის“თეთრი მშრალი/ქვევრი(ქვევრის ღვინის მარანი);
„ხიხვი“ თეთრი მშრალი/ქვევრი (შალვინო, შალვა გვარამაძის მარანი);
„ოქროს მტევანი “ თეთრი მშრალი/ქვევრი (კახელო ტრეიდი);
„რქაწითელი ქვევრი“ თეთრი მშრალი/ქვევრი(კახური ღვინის სახლი);
„თორნიკე ლომთაძე“ თეთრი მშრალი/ქვევრი ( ლომთაძის მარანი)’
„საფერავი rose” (კახური ღვინის მარანი);
„საფერავი მუკუზანი“ წითელი მშრალი (კახური ღვინის მარანი);
„ოქროს მტევანი“ წითელი მშრალი (კახელო თრეიდი);
„საფერავი ქვევრის“ წითელი მშრალი/ქვევრი (ქვევრის ღვინის მარანი);
„დაისი ალადასტური“ წითელი მშრალი/ქვევრი (ბოლერო და კომპანია);
„დაისი საფერავი“ წითელი მშრალი/ქვევრი (ბოლერო და კომპანია);
„კაბერნე საფერავი ქვევრის“ წითელი მშრალი/ქვევრი (კახური ღვინის მარანი);
„ქინძმარაული“ წითელი ს/ს (კახური ღვინის მარანი);
„საფერავი მუკუზანი“ წითელი ს/ს (დუგლაძის ღვინის კომპანია);

| Print |
FaceBook Twitter Google