საზოგადოება
სტიქიის შემდეგ ჯოყოლო-დუმასტურის დამაკავშირებელი ხიდი მეორე თვეა დაკეტილია
მეორე თვე დაიწყო, რაც პანკისის ხეობაში, ჯოყოლო-დუმასტურის დამაკავშირებელი სამანქანე ხიდი დაკეტილია. ადგილობრივებს გადაადგილება შემოვლითი გზით უხდებათ.
სტიქიამ ხიდამდე მისასვლელი გზა მაისში დააზიანა, თუმცა ამ დრომდე მისი გახსნა ვერ მოხერხდა.

-„სამუშაოების განსახორციელებლად ბაზრის კვლევას ვატარებდით. ხუთი კომპანია მაინც უნდა ყოფილიყო და აქედან შეგვერჩია ის, ვინც უფრო დაბალი ფასით შემოვიდოდა. გამოვლინდა გამარჯვებული, თანხა მთავრობას უკვე გამოყოფილი აქვს, უახლოეს მომავალში დაიწყება სამუშაოები. ადგილობრივებს გადაადგილების პრობლემა არ აქვთ, თუმცა გზა უშორდებათ,“-განუცხადა speqtri.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა.

ცნობისთვის, სტიქიამ მაისის თვეში კახეთის რეგიონი რამდენჯერმე დააზარალა, მათ შორის ახმეტის მუნიციპალიტეტიც. ადიდებულმა მდინარეებმა დატბორა სახლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დააზიანა ხიდებამდე მისასვლელი გზები.

| Print |
FaceBook Twitter Google