საზოგადოება
სიღნაღში მდგრადი ენერგეტიკის დღეს აღნიშნავენ
21 ივნისს ევროპის ენერგეტიკის კვირეულს სიღნაღის მუნიციპალიტეტიც უერთდება. მერიის ინფორმაციით დღის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიება ჩატარდება.


ღონისძიება 15:00 საათზე გაიხსნება. 15:10 გაიმართება კონფერენცია სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით განახლებად ენერგიებზე. მოხდება თომა ჩაგელიშვილის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმების ჩვენება და დისკუსია. ჩატარდება ერისიმედის საბავშვო ბაღში დამონტაჟებული თბოეფექტური გათობის სისტემის შესახებ პრეზენტაცია. ღონისძიების პარტნიორები არიან: ენერგო ეფექტურობის ცენტრი, სიღნაღის საგანმანათლებლო რესურცენტრი და სიღნაღის საჯარო სკოლა.

ღონისძიება „მერების შეთანხმება აღმოსავლეთით“ ფარგლებში იმართება და ამ ეტაპზე, მისი ძირითადი მიზანია მოსახლეობაში და განსაკუთრებით ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება.


| Print |
FaceBook Twitter Google