საზოგადოება
რუსეთი ოკუპანტია - პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს დღეს თელავშიც გააპროტესტებენ
საქართველოს პარლამენტში დღის განმავლობაში განვითარებულ პროცესებს დღეს თელავშიც გააპროტესტებენ. რუსეთი ოკუპანტია - აქცია თელავის ცენტრალურ მოედნაზე ამ სახელწოდებით 18:00 საათზე დაიწყება.
"მეგობრებო, ქვეყანაში იმყოფებიან რუსი დეპუტატები გავრილოვის მეთაურობით, რამოდენიმე ფიგურა რუსული პოლიტიკიდან, როგორც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები, ისინი არ უნდა იმყოფებოდნენ არათუ პარლამენტში, არამედ ქვეყნის ტერიტორიაზეც კი. ნებისმიერი პატრიოტი მოქალაქის ვალია, შემოუერთდეს მშვიდობიან აქციას რუსული ღია თუ ფარული ოკუპაციის წინაწინააღმდეგ. დღეს, თელავში, ერეკლე მეორის მოედანზე, ძეგლთან (ბურჯთან) გელით საღამოს 6 საათზე ვისაც გაქვთ დრო და თვლით, რომ უნდა მიიღოთ ამ აქციაში მონაწილეობა! დავდგეთ ერთად,ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი !!!" - ნათქვამია აქციის ორგანიზატტორთა დანცხადებაში.



| Print |
FaceBook Twitter Google