საზოგადოება
უკიდურესად შეშფოთებული ვარ იმ ფაქტით, რაც დღეს პარლამენტში მოხდა - დავით სონღულაშვილი
პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი ეხმაურება. ის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

-"უკიდურესად შეშფოთებული და აღშფოთებული ვარ იმ ფაქტით, რაც დღეს პარლამენტში მოხდა. ოკუპანტი ქვეყნის არცერთი წარმომადგენლის ადგილი არ არის ქვეყნის ყველაზე მაღალ ტრიბუნასთან. მოვითხოვ, დაინიშნოს გამოძიება და დაისაჯოს ყველა პასუხისმგებელი პირი, ვინც ამ სამარცხვინო ლაქის ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში გაჩენის შესაძლებლობაც კი დაუშვა!"-წერს სონღულაშვილი.


შეგახსენებთ, რომ დღეს, 20 ივნისს მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მივიდნენ. ასამბლეის წევრი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა და სხდომა წაიყვანა. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ოპოზიციონერი დეპუტატებისა და მოქალაქეების პროტესტი.
| Print |
FaceBook Twitter Google