საზოგადოება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
გურჯაანში აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. ჩვენი ინფორმაციით, ტრაქტორმა სოფელ ველისციხეში ცენტრალური გაზსადენი დააზიანა.
როგორც სოკარგაზში ამბობენ, ცენტრალური მაგისტრალის აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია. ქალაქის მოსახლეობას გაზმომარაგება ეტაპობრივად დღეს 18:00 საათიდან აღუდგება, სოფლებში კი პრობლემა სავარაუდოდ ხვალიდან აღმოიფხვრება.


| Print |
FaceBook Twitter Google