საზოგადოება
აქციისას დაშავებული 46 ადამიანიდან 35 უკვე გაეწერა, 11 მკურნალობას განაგრძობს
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ადმინისტრაციული დირექტორის ნინო ქოჩორაშვილის ინფორმაციით, მათ კლინიკაში რუსთაველის გამზირზე აქციისას დაშავებული 46 ადამიანი შეიყვანეს, აქედან 35 უკვე გაეწერა.
კლინიკაში დარჩენილი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

„ღამის განმავლობაში კლინიკაში 46 პაციენტი შემოვიდა. ამათგან ამ დილისთვის 35-მა უკვე დატოვა კლინიკა, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ. მკურნალობას სტაციონარში განაგრძობს 11 პაციენტი, რომელთაც ჩაუტარდათ სხვადასხვა ქირურგიული ოპერაცია. ძირითადად ეს გახლდათ სხეულის სხვადასხვა მიდამოს რბილქსოვილოვანი დაზიანებები. დაზიანებები იყო ქვედა კიდურების მიდამოებში, სახის არეში და 2 გახლდათ მუცლის ღრუში. ყველა პაციენტი ამ დროისთვის სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება, უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა,". 


| Print |
FaceBook Twitter Google