საზოგადოება
მდგრადი განვითარების ასოციაციის წევრებმა ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს
მდგრადი განვითარების ასოციაციის წევრები და სტუდენტები პროექტ ,,ღია მმართველობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში“ გურჯაანს სტუმრობდნენ.


მათ მუნიციპალიტეტში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს. ისინი გურჯაანის ცენტრალურ პარკში, ტექნოპარკის მშენებლობის ლოკაციასა და ველისციხეში იმყოფებოდნენ. საქართველოს მდგრადი განვითარების ასოციაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარიამ დავლაშელიძის განმარტებით, მსგავსი პროექტები ტურისტული პოტენციალის განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია.
„საქართველოს მდგრადი განვითარების ასოციაცია ორი თვის მანძილზე ახორციელებს პროექტს „ღია მმართველობის ხელშეწყობის პროგრამა“. გაეროს პროგრამის მეთერთმეტე მიზნის ფარგლებში ვიმყოფებოდით გურჯაანის რეგიონში. დავათვალიერეთ ადგილობრივი ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს მნიშვნელოვანია ერთის მხრივ როგორც ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის, ასევე ცოდნის გაღრმავებისთვის. “


დეპუტატის დავით სონღულაშვილის თქმით, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის აუცილებელია.
„ სამუშაოები, რომელიც მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია. უკვე დაიწყო ტექნოპარკის მშენებლობა. დანარჩენი პროექტებიც განვითარების პროცესშია და უახლოეს მომავალში სამშენებლო სამუშაოები იქაც დაიწყება. მსგავს პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობა უცილებელია, რათა მუნიციპალიტეტი განვითარდეს და გაძლიერდეს. ასევე ახალგაზრდებმა შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება.“

მოგვიანებით, გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სტუდენტებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც დეტალურად განიხილეს ის პროექტები, რომლებიც დღის განმავლობაში ახალგაზრდებმა მოინახულეს.

| Print |
FaceBook Twitter Google