საზოგადოება
გურჯაანში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა
დღეს გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლაში, აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრმა, მოსახლეობისთვის უფასო კარდიოლოგიურ გამოკვლევებს ჩაატარა.


გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის კარდიოლოგ ბონდო მაკარაძის თქმით, მსგავსი საქველმოქმედო აქცია გურჯაანში უკვე მესამეა.
„ ბენეფიციარებს ჩაუტარდათ კარდიოლოგიური პროფილის კვლევები, ასევე ექიმის კონსულტაცია. პაციენტებს მიეცათ შესაბამისი დანიშნულება და რჩევები. ეს გურჯაანში უკვე მესამე საქველმოქმედო ღონისძიებაა და შემდგომშიც ჩვენი ცენტრი მზად არის გააგრძელოს მსგავსი აქცია სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. “

მომსახურებით კმაყოფილია ელენე იმერლიშვილი „ კმაყოფილი ვარ ექიმების მომსახურებით. უღრმესი მადლობა ყველას. მათ ყველანაირი დახმარება გაგვიწიეს. “
კვლევების ფარგლებში ჩატარდა: გულის ეხოსკოპია, ეკგ, ქოლესტერინი და გლუკოზა.


| Print |
FaceBook Twitter Google