ვეჯინში მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
ხვალ 14:00 საათზე ვეჯინში, ივანე ბერიტაშვილის სახელობის მუზეუმში,
სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტის - “Vejini Life Science” -ის
ფარგლებში, მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილი ღონიძიება
გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პრეზენტაცია თემაზე -
ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგია; ნაჩვენები იქნება თომა
ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი - "სვანური კოშკების საიდუმლო"; ივანე
ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის
ხელმძღვანელი - დავით ნადარეიშვილი წაიკითხავს ლექციას თემაზე -
ატომური ენერგია, მისი გამოყენების რისკები და საფრთხეები. ეკოლოგია
და გარემოს დაცვა;
ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების,
სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა ორგანიზებით ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები