საზოგადოება
გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ „მგლების“ სპორტსმენებმა ექვსი პირველი ადგილი აიღეს
თბილისში გამართულ კიკბოქსინგის ზღვის თასის ტურნირზე გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ „მგლების“ სპორტსმენებმა ექვსი პირველი და ერთი მეორე ადგილი აიღეს.



მწვრთნელი გიორგი ელიკაშვილი შედეგით კმაყოფილია და ამბობს, რომ სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.
„ ჩატარდა კიკბოქსინგში თბილისის თასის პირველობა, სადაც ჩვენიდან შვიდი ბავშვი იღებდა მონაწილეობას. აქედან ექვსი პირველი და ერთი მეორე ადგილი ავიღეთ. მათ საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეები ყავდათ, თუმცა შევძელით დაგვემარცხებინა და პირველი ადგილები აგვეღო. შედეგებით კმაყოფილი ვარ. მინდა მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებს, ქალბატონ ლელა თევდორაშვილს და ბატონ სიმონ ქოჩორაშვილს გვერდში დგომისთვის. “


პირველ ადგილზე გავიდნენ: ნიკოლოზ ნიკოლაშვილი 40 კგ. წონითი კატეგორია; ლაშა ფრიდონიშვილი 72 კგ. წონითი კატეგორია; ნიკა უტიაშვილი 30 კგ. წონითი კატეგორია; გიორგი ქადაგიშვილი 50 კგ. წონითი კატეგორია; ოთო ელიკაშვილი 35 კგ. წონითი კატეგორია; ავთო ქადაგიშვილი 60 კგ, წონითი კატეგორია.
მეორე ადგილი დაიკავა ალეკო ღარიბაშვილმა 50 კგ. წონითი კატეგორია.


| Print |
FaceBook Twitter Google