საზოგადოება
ქარი, წვიმა, ელჭექი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.


უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და ბარში +21,+26 გრადუსია მოსალოდნელი. 2 ივლისადან გამოიდარებს, ქარი ჩადგება და +28, +33 გრადუსამდე დათბება.
თბილისში 5 ივლისამდე უნალექო ამინდი იქნება. დღეს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1 ივლისს +25 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 ივლისიდან +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

| Print |
FaceBook Twitter Google