საზოგადოება
მდგრადი ენერგეტიკის დღეს გურჯაანიც შეუერთდა
ვეჯინში ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში მდგრადი ენერგეტიკის მსოფლიო კვირეული აღნიშნეს.


მერიის კულტურის და განათლების განყოფილების უფროსის თამარ ფურცელაძის თქმით, ღონისძიების ფარგლებში ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა - დავით ნადარეიშვილმა, ლექცია წაიკითხა.
„დავით ნადარეიშვილმა, ლექცია წაიკითხა თემაზე - ატომური ენერგია, მისი გამოყენების რისკები და საფრთხეები, ეკოლოგია და გარემოს დაცვა. დასასრულს ტრადიციულად, კითხვები დასვა და 3D კალამი გაათამაშა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, გაიმართა თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის "სვანური კოშკების საიდუმლოს" ჩვენება. ენერგო ეფექტურობის ცენტრი საქართველოს ორგანიზებით, პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას, საჩუქრად მაისურები და ჩანთები გადაეცა.“

შეგახსენებთ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია გასულ წელს შეუერთდა მერების შეთანხმებას. მერების შეთანხმება ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივაა და აერთიანებს ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას გაზარდონ ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება მათ დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე. შეთანხმების ხელმომწერნი მიზნად ისახავენ 2030 წლისათვის შეამცირონ CO2-ის ემისიები მინიმუმ 20%-ით და ამით თავიანთი წვლილი შეიტანონ მწვანე ეკოლოგიურად ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის.

| Print |
FaceBook Twitter Google