საზოგადოება
ივნისში კახეთის რეგიონში გველმა ორი ადამიანი დაკბინა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის კახეთის ოფისის ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ივნისის თვეში კახეთის რეგიონში გველის კბენის ორი შემთხვევა დაფიქსირდა, ორივე მათგანი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოხდა.
-"დაშავებულებმა დროულად მიმართეს სამკურნალო დაწესებულებებს და შესაბამისი ვაქცინა გაუკეთდათ. კახეთის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტშია ვაქცინის საკმარისი რაოდენობა. დღეს დამატებით გავაგზავნეთ მანქანა დედოფლისწყაროში მარაგის შესავსებად.. ასე, რომ მთავარია დროული მიმართვიანობა,"-ამბობს ხიზანიშვილი.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გველი / კბენა /