საზოგადოება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში გარე განათებების მოწყობა დაიწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გარე განათებების მოწყობა მიმდინარეობს. 

მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები უკვე დაიწყო: სოფელ გურჯაანში, ჭანდარში, კოლაგში, ძირკოკში, ჩალაუბანში, კარდენახში, კაჭრეთში, ზემო კაჭრეთში, ნანიანში, ჯიმითში, არაშენდაში, დარჩეთში, ზიარში, ქოდალოში, ყიტაანში, ახაშენში, მუკუზანში, ველისციხეში, ვაზისუბანში, შაშიანში, კალაურში, ვაჩნაძიანში და ჩუმლაყში.

მათივე თქმით, დანარჩენ სოფლებშიც სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.  შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურის სამინისტროდან სულ 520 000 ლარია გამოყოფილი.

| Print |
FaceBook Twitter Google