საზოგადოება
მერიაში მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.


მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის შორენა ნადაშვილის განმარტებით, მთავარი თემა მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა იყო.
„ეს მრჩეველთა საბჭოს დაახლოებით მეათე შეხვედრაა. წინა შეკრების დროს ექვსთვიანი სტრატეგია დავსახეთ, სადაც თითოეული თვე გარკვეული საკითხის განხილვას მოიცავს. დღევანდელი თემა მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობაა. მერთან ერთად ვიმსჯელეთ ამ საკითხზე. გაირკვა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხით აზიის განვითარების ბანკია დაინტერესებული, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში ამ პრობლემის გადაჭრას გეგმავს. ამის გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თანხა, რომელიც ტრანსპორტის ფუნქციონირებისთვის უნდა გახარჯულიყო, ისევ იმ ინფრასტრუქტურულ საკითხებზე გადანაწილდეს, რომელიც მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისთვის.“

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იანვარში შეიქმნა, მასში საჯარო მოხელეებთან ერთად, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებიც არიან გაერთიანებული. საბჭოს მიზანია გურჯაანის მუნიციპალური ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა და მერისთვის საჯარო ფუნქციების შესრულებაში ხელშეწყობაა.

| Print |
FaceBook Twitter Google