საზოგადოება
20 ივნისს დაშავებული ექვსი პირი საზღვარგარეთ მკურნალობს
ჯანდაცვის სამინისტროს ინდორმაციით, საზღვარგარეთ სამკურნალოდ 20 ივნისის აქციაზე დაშავებული 6 პირი იმყოფება, სამი კი დღეს მიემგზავრება.


უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე 4 მოქალაქედან მ 2 ისრაელში, ხოლო 2 გერმანიაშია. რაც შეეხება სამართალდამცველებს, ორივე მათგანი თურქეთში გადის მკურნალობის კურსს.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს მოქალაქეებმა პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს, რა დროსაც სამართალდამცველებსა და მათ შორის რამდენჯერმა ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა მოქალაქეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ოფიციალური ინფორმაციით, აქციის დაშლისას სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 80 სამართალდამცველი და 33 ჟურნალისტია.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები 20 ივნისი / აქცია /