საზოგადოება
საქართველოში უცხოური მედიის 200-მდე წარმომადგენელი ჩამოვა
ივლისში საქართველოს უცხოური მედიის 200-მდე წარმომადგენელი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, თვის ბოლომდე 200-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი და გადამღები ჯგუფი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან (გერმანია, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი,ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ბულგარეთი. ) სამხრეთ კორეიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ყატარიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ჩამოვლენ.

მაღალრეიტინგული უცხოური ტელეკომპანიების, ონლაინ და ბეჭდური გამოცემების წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეს დაათვალიერებენ, გადაიღებენ კურორტებს, ტურისტულად მიმზიდველ ადგილებს, მოამზადებენ რეპორტაჟებსა და სტატიებს, რომლებსაც მილიონობით ადამიანი გაეცნობა.


| Print |
FaceBook Twitter Google