საზოგადოება
საწყენია ეს შეფასება - არჩილ ხანდამაშვილი თვითმმართველობის ინდექსის შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბოლო ადგილზე გასვლასთან დაკავშირებით, შეფასება მერს არჩილ ხანდამაშვილს ვთხოვეთ.
მისი თქმით, ეს შეფასება „საწყენია“ იმ ფონზე, როდესაც მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ჩართულობით არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

-“ცოტა საწყენია ეს შეფასება. ალბათ არ იციან, რომ ჩვენ გვაქვს მრჩეველთა საბჭო, რომელიც აქტიურად გვეთანაშრომლება. თვეში ერთხელ ვიკრიბებით და სხვადასხვა პრობლემატურ საკითხზე ვმსჯელობთ. ასევე მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული „მედია ცენტრ კახეთთან“, სადაც მოსახლეობა თავის პრობლემებს ასახელებს და ჩვენ ვიზიარებთ. ის, რომ მე და მაჟორიტარი დეპუტატი აქტიურად ვხვდებით ხალხს, ის, რომ 7 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა ამ წელს მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის დაკვეთაა და სწორედაც რომ მათ ჩართულობას ნიშნავს. პრობლემები ხალხმა დაასახელა და ჩვენც შევასრულეთ. მოსახლეობის ჩართულობაა ის, რომ ამდენი პროექტი იგეგმება, არა მარტო ინფრასტრუქტურული, არამედ, საგანმანათლებლო. გამჭვირვალობას რაც შეეხება, არც ამ მხრივ არსებობს პრობლემა. მაგალითად მოვიყვან იმას, რომ ჟურნალისტებს ჩვენთან თანამშრომლობის პრობლემა არასდროს შექმნიათ, მუდამ მზად ვართ თანამშრომლობისთვის,“-ამბობს არჩილ ხანდამაშვილი speqtri.ge-სთან.

ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით კახეთის რეგიონიდან ყველაზე მაღალი შედეგების მქონე მუნიციპალიტეტად ლაგოდეხი დასახელდა.

ბოლო ადგილზე კი გურჯაანია და საქართველოს მასშტაბით 64 მუნციპალიტეტიდან 56-ე ადგილს იკავებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი სწავლობს და აფასებს საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან დასავლეთ
საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში
ნალექიანი ამინდი იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდი იქნება.
13:08 / 20.11.2019
ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები აქციების განახლებას
მომდევნო კვირიდან აანონსებენ.
ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები აქციების განახლებას მომდევნო კვირიდან აანონსებენ.
11:34 / 20.11.2019
საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების კუთხით, მიდგომების გამკაცრება
ქვეითების მიმართაც იგეგმება. აღნიშნულის შესახებ, შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომლის
ინიცირებაც პარლამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება.
საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების კუთხით, მიდგომების გამკაცრება ქვეითების მიმართაც იგეგმება. აღნიშნულის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება.
12:14 / 19.11.2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია დასრულდა, როს
შედეგადაც სამსახურიდან ხუთი თანამშრომელი გათავისუფლდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია დასრულდა, როს შედეგადაც სამსახურიდან ხუთი თანამშრომელი გათავისუფლდა.
15:34 / 18.11.2019
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს
სოლიდარობა კახეთშიც გამოუცხადეს. თელავის რეფერალური საავადმყოფოს
ექიმებმა კლინიკის წინ მდუმარე აქცია გამართეს.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა კახეთშიც გამოუცხადეს. თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებმა კლინიკის წინ მდუმარე აქცია გამართეს.
14:02 / 18.11.2019
სხვა ამბები
გურჯაანის ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბში,ნანა იოსელიანის თასზე კახეთის რეგიონის მოსწავლეთა გუნდური პირველობა ჩატარდა. შეჯიბრში 48 მოჭადრაკე მონაწილეობდა.
16:24 / 18-11-2019
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პენსიონერი პედაგოგების სკოლიდან ღირსეულად გაცილების პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო.ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
14:36 / 14-11-2019
სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში გურჯაანისა და საგარეჯოს საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
17:50 / 08-11-2019
თელავის კიკბოქსინგის კლუბ „ჯორჯიას“ სპორტსმენებმა იორმუღანლოში გამართულ WJF6 ტურნირზე 3 პირველი და 2 მეორე ადგილი დაიკავეს.
15:02 / 06-11-2019
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით თბილისში უმცროს კადეტთა შორის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, სადაც გურჯაანელი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.
10:10 / 05-11-2019
ბათუმში გამართულ ცურვის საერთაშორისო ტურნირზე გურჯაანელმა სპორტსმენებმაც მიიღეს მონაწილეობა. ნინო მამუკაშვილმა მესამე ადგილი აიღო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
15:51 / 04-11-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2917
USD
USD
1
2.9735
GBP
GBP
1
3.8465
TRY
TRY
1
0.5203
RUB
RUB
100
4.6667
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 2 / 11 °C
img
დ.წყარო -1 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 10 °C
img
ლაგოდეხი 1 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 10 °C
img
თელავი 2 / 13 °C
img
ახმეტა 1 / 12 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.