საზოგადოება
მაშველებმა მყინვარწვერზე საქართველოს მოქალაქე გადაარჩინეს
ყაზბეგის სამაშველო და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველებმა მყინვარწვერზე მყოფი საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი გადაარჩინეს.


უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა ინფორმაცია, რომ მყინვარწვერზე, მეტეოსადგურის ტერიტორიაზე ქვედა კიდურების დაზიანებით, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ახალგაზრდა ქალი იმყოფებოდა, თუმცა გადაადგილებას ვერ ახერხებდა.
რთული რელიეფის და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფმა დაშავებული მოქალაქე სასწრაფო დახმარების ბრიგადამდე ჩამოიყვანა. ის გადაყვანილია ყაზბეგის სტაციონარში, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.


| Print |
FaceBook Twitter Google