საზოგადოება
იანვარ-მაისში თელავს 4 464 ტურისტი ეწვია
თელავის მუნიციპალიტეტს მიმდინარე წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით 4 464 ტურისტი ეწვია, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 2270-ს შეადგენდა.
ამის შესახებ speqtri.ge-ს ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსმა დიანა ფხოველიშვილმა განუცხადა.

-„ვაწარმოებთ სასტუმროების, საოჯახო სასტუმროების და ჩვენთან შემოსული ვიზიტორების სტატისტიკას. ზოგ ობიექტს ჩვენთან თანამშორმლობის სურვილი არ აქვს, ეს მათი ნებაა. მაისის შემდეგი პერიოდის რაოდენობასაც მალე მოგვაწვდიან ტურისტული ობიექტები. მიმდინარე წლიდან, ჩვენ ვინიშნავთ ასევე თელავის მუზეუმისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მისული სტუმრების მონაცემებსაც. ძირითადი ნაკადი შემოვიდა რუსეთიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან და საფრანგეთიდან. წელს საოჯახო სასტუმროები და მარნებიც დაემატა, ასე რომ საკმაოდ მრავალფეროვანი სანახაობა ელოდებათ ვიზიტორებს ჩვენს მუნიციპალიტეტში.“

დიანა ფხოველშვილის თქმითვე, მიმდინარე მოვლენების გამო, შესაძლოა ტურისტთა რაოდენობა შემცირდეს, რადგანაც რუსი ვიზიტორების სიმცირე შეინიშნება.




| Print |
FaceBook Twitter Google