საზოგადოება
„მხიარული სოფელი“- ახალი პროექტი გურჯაანში
გურჯაანის მერიის ა(ა)იპ "მუნიციპალური კულტურის ცენტრი"-ს ორგანიზებით, ახალი პროექტი "მხიარული სოფელი" დაიწყო.


მერის მოადგილის ლელა თევდორაშვილის განმარტებით, „მხიარული სოფელი“ მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც კონცერტები გურჯაანის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში ჩატარდება.


„ეს იქნება კულტურული და გასართობი ღონისძიებები სოფლის მოსახლეობისთვის.ზაფხულის განმავლობაში იქ ძალიან ბევრი ახალაზრდა ჩამოდის. პროგრამა შედგენილია მუნიციპალური კულტურის ცენტრის ძალებით. მასში მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, კულტურის ცენტრთან არსებული სტუდიები. პროგრამა ერთი საათის განმავლობაში გრძელდება, შემდეგ კი იმართება დისკოთეკა. ეს ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და ყველა სოფელი რომ დასრულდება, შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება გურჯაანში.“


ლელა თევდორაშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში, პირველი ღონისძიება სოფელ კარდენახში, იოსებ ნონეშვილის მუზეუმის ეზოში ჩატარდა.

| Print |
FaceBook Twitter Google