საზოგადოება
კარდენახსა და ბაკურციხეში 10 ჰექტრამდე ვენახები დაიწვა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის, ე.წ "გორიელების" და კარდენახის, ე.წ. "კომბინატის" სავარგულებში რამდენიმე ჰექტარი ვენახი დაიწვა.
-"ხანძარი 10 ჰექტარზე გავრცელდა, უმეტესად ვენახები დაიწვა. სახანძრო-სამაშველო მანქანები მობილიზებული იყო სიღნაღიდან, ყვარლიდან, წნორიდან და თელავიდან. საწუხაროა, რომ ზარალი მიადგა მოსახლეობას. რამ გამოწივია ხანძარი ამ დროისთვის უცნობია, გამოძიება დაადგენს,"-განუცხადა speqtri.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა. 

ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია.



| Print |
FaceBook Twitter Google