საზოგადოება
თელავში პროპორციულ საარჩევნო სისტემასა და ნულოვან ბარიერზე იმსჯელეს
დღეს, თელავის დემოკრატიის სკოლაში, პროპორციულ საარჩევნო სისტემასა და ნულოვან ბარიერზე იმსჯელეს.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, ასევე სამოქალაქო აქტივისტებმა.

-„პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ყველა პოლიტიკური პარტიის მთავარი მოთხოვნა იყო. ეს მათთვის დამატებითი შესაძლებლობა იქნება. სიახლე მოქალაქეებისთვის შეცვლის იმას, რომ აღარ დაიკარგება იმდენი ხმა, რამდენიც შერეული სისტემის დროს. ამომრჩევლების ხმა ადეკვატურად იქნება ასახული საქართველოს პარლამენტში,-აღნიშნა თელავის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორმა ნიკოლოზ შარვაშიძემ.

როგორც ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიონის ხელმძღვანელმა ნიკა ვარდოშვილმა განაცხადა, ნულოვან ბარიერთან დაკავშირებით დიდი რისკი არსებობს და შესაძლოა, პარლამენტში დესტრუქციული ძალები მოხვდნენ.

-„მაჟორიტარული სისტემა ცალსახად გასაუქმებელია, ეს მთელი პოლიტიკური სპექტრის ათწლეულების მოთხოვნაა. უნდა დამთავრდნენ ის არაფრისმაქნისები, ვინც სხედან პარლამენტში. ნულპროცენტიან ბარიერს რაც შეეხება, აქ დიდი რისკი არსებობს. სამი გიჟი რომ შეიკრიბოს და პარტია შექმნას, თავისუფლად შეუძლიათ პარლამეტის წევრები გახდნენ. ეს პირველ რიგში აწყობს მთავრობას, რომ როგორმე შეაკოწიწოს უმრავლეობა. ჭრელი პარლამენტი, სადაც გაურკვეველი ჯგუფები იქნება წარმოდგენილი, არჩევის დღიდანვე დაშლისთვისაა განწირული. დესტრუქციულ ძალებს არ უნდა მიეცეთ პარლამენტში მოხვედრის საშუალება. ბარიერი უნდა არსებობდეს, პოლიტიკურ ძალას მინიმალური მხარდაჭერა მაინც უნდა ჰქონდეს“

დღევანდელ შეხვედრას „ქართული ოცნებიდან“ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ბენო გეგეჭკორი ესწრებოდა. ის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და ნულოვან ბარიერს დადებითად აფასებს.

-„პროპორციული სისტემა ყველაზე დემოკრატიული სისტემაა საარჩევნო გარემოსთვის. კონსტიტუციაში ჩაწერილი იყო, რომ 2024 წლის ადგილობრივი თითმმართველობის არჩევნები ამ სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ეს არის ყველაზე კარგი სისტემა, თუკი რაიმე არსებობს განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში. კარგია იმ გაგებით, რომ აბსოლუტურად ყველა მოქალაქის ხმა იქნება ასახული პარლამენტში. ის, რა მოდელიც დღესაა დაანონსებული ხელისუფლების მხრიდან- ნულოვანი ბარიერი, ნიშნავს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას პოლიტიკური პარტიებისთვის. ერთადერთი, რაც მინუსია, გადასვლა უნდა მომხდარიყო თანმიმდევრულად და არა მყისიერად, რადგან დღეს ძლიერი პოლიტიკური პარტიების დეფიციტია“.

დემოკრატიის სკოლის ორგანიზებით დისკუსია საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართება.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ დაწყებულ საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მხოლოდ პროპორციული სისტემით, საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტია დათანხმდა. ასევე არსებობს დათქმა, რომ საარჩევნო ბარიერი უნდა გაუქმდეს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ
რეგიონების განვითარების მიზნით გამოყოფილი თანხების ათვისების 6 თვის
ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური
ავრცელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეგიონების განვითარების მიზნით გამოყოფილი თანხების ათვისების 6 თვის ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
18:14 / 23.07.2019
გურჯაანის მერიის დელეგაცია ბასკეთის ავტონომიურ ოლქში, ოფიციალური
ვიზიტით იმყოფებოდა. ამ ხნის განმავლობაში, ისინი რიოხა ალავესაში,
მარნების ასოციაციის ხელმძღვანელს შეხვდნენ. ასევე ალავას პროვინციის
ქალაქ ლაგუარდიაში ესპანური ღვინის მარნების წარმოებას გაეცნენ და მათ
მიერ დაყენებული ღვინოებიც დააგემოვნეს.
გურჯაანის მერიის დელეგაცია ბასკეთის ავტონომიურ ოლქში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ამ ხნის განმავლობაში, ისინი რიოხა ალავესაში, მარნების ასოციაციის ხელმძღვანელს შეხვდნენ. ასევე ალავას პროვინციის ქალაქ ლაგუარდიაში ესპანური ღვინის მარნების წარმოებას გაეცნენ და მათ მიერ დაყენებული ღვინოებიც დააგემოვნეს.
17:40 / 22.07.2019

სხვა ამბები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია 2 აგვისტოს დაიწყება და 20 აგვისტომდე გაგრძელდება.
16:10 / 23-07-2019
1. საერთაშორისო თანამშრომლობა - ეს ამბავი მნიშვნელოვანია, რაკი ევროპული სტანდარტები კარგი რამეა, პასუხისმგებლობაც უფრო დიდია, როცა სადაზღვევო კომპანიის უკან რომელიმე დიდი, მსოფლიო ან ევროპული დონის კომპანია დგას და ა.შ.
14:05 / 19-07-2019
სექტემბრიდან ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დაბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
14:40 / 15-07-2019
აბიტურიენტებისთვის საინტერესოა, თუ როდის გამოქვეყნდება მათი ნამუშევრების პირველადი შედეგები. ამ კითხვით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზის ოპერატორს მივმართეთ.
17:26 / 11-07-2019
ბათუმში გამართულ სოლომონ ფეიქრიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, გურჯაანელმა ძიუდოისტებმა ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
17:19 / 09-07-2019
დასრულდა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესია. თელავის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტები ამბობენ, რომ ცენტრში კომფორტული გარემო იყო.
18:19 / 01-07-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.