საზოგადოება
საქართველოს ყოფილი დროშა და გერბი კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადდა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ყოფილი სახელმწიფო დროშა და საქართველოს ყოფილი სახელმწიფო გერბი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადა.
ინიციატივით უწყებას ჰერალდიკის საბჭომ მიმართა.

„საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიმართვისა და საქართველოს ეროვნული არქივის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშას (ესკიზი), რომელიც დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში და საქართველოს პირველი რესპუბლიკის გერბს (ესკიზი), რომელიც ეკუთვნის საქართველოს პარლამენტს, მაგრამ დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში, მიანიჭა კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი“, – აღნიშნულია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


| Print |
FaceBook Twitter Google