საზოგადოება
სოფელ საქობოში სკვერის მოწყობის სამუშაოებზე 18 000 ლარი დაიხარჯება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე განთავსდა ატრაქციონები, მოეწყო ბორდიურები და დაიგო  ბეტონის ფილები.
სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგილაშვილმა დაათვალიერა.

პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა, რისთვისაც 18 000 ლარი დაიხარჯება. რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დასრულდება.


| Print |
FaceBook Twitter Google