საზოგადოება
გურჯაანის საოლქოში საარჩევნო განვითარების სკოლა გაიხსნა
დღეს გურჯაანის #12 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში „საარჩევნო განვითარების სკოლა გაიხსნა“, რომელიც 10 დღის განმავლობაში ახალგაზრდებს, საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, ინფორმაციას მიაწვდის.



საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მაია ჩუთლაშვილის განმარტებით, პროექტის მეშვეობით გაიზრდება სამოქალაქო ჩართულობა და მოხდება ახალგაზრდებში არჩევნების პოპულარიზაცია.
„საარჩევნო განვითარების სკოლა დღეს, 12 საათზე, ქვეყნის მასშტაბით, 25 მუნიციპალიტეტში გაიხსნა. საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მუშაობს, რომ გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა არჩევნებში. აღნიშნული პროექტის მიზანი სწორედ ეს არის და მასში 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდები არიან გაერთიანებული. 10 დღის განმავლობაში 20 ახალგაზრდა შეისწავლის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის საქართველოში ჩატარებული არჩევნების ისტორია, პირველი დემოკრატიული არჩევნები, გენდერული ბალანსი და სხვა. გარდა თეორიული ნაწილისა, პროექტი მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს და ენერჯაიზერებს. ვიმედოვნებთ, რომ აქ მიღებული გამოცდილება ახალგაზრდებს დაეხმარება მომავალში საუბნო კომისიებში საქმიანობის დროს. თუ გადაწყვეტენ აღნიშნული პროფილით საქმის გაგრძელებას, ეს ტრენინგები მათთვის ერთი მნიშნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. პროექტი 2015 წლიდან ხორციელდება და ჩვენ დაარსების დღიდან ვართ მასში ჩართული.“


როგორც მაია ჩუთლაშვილი ამბობს, „საარჩევნო განვითარების სკოლა“ მიზნად ისახავს გაფართოვდეს და მოიცვას მთელი საქართველო, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტ ახალგაზრდას გაუზიარონ საკუთარი პროფესიული გამოცდილება.


პროექტი ევროპის საბჭოს (CoE) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ხორციელდება. წელს სწავლება თბილისში, გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, ახმეტაში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, დუშეთში, ახალგორში (წეროვანი, დევნილთა დასახლება), გორში, ხაშურში, ბორჯომში, ახალციხეში, ამბროლაურში, საჩხერეში, ზესტაფონში, სამტრედიაში, ხონში, ქუთაისში, ოზურგეთში, სენაკში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში გაიმართება.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ტექნიკური დახმარების
ფედერალური სამსახურის (THW) შემფასებელი მისია იმყოფება, რომლებიც
ქართულ მხარეს მაშველი ძაღლების სამსახურის განვითარების გეგმის
შემუშავებაში დაეხმარებიან.
საქართველოში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის (THW) შემფასებელი მისია იმყოფება, რომლებიც ქართულ მხარეს მაშველი ძაღლების სამსახურის განვითარების გეგმის შემუშავებაში დაეხმარებიან.
16:18 / 18.09.2019
წელს 12 ოქტომბერს გურჯაანში ღვინის ფესტივალი უკვე მესამედ
ჩატარდება. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალს 200-ზე
მეტი მონაწილე ეყოლება.
წელს 12 ოქტომბერს გურჯაანში ღვინის ფესტივალი უკვე მესამედ ჩატარდება. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალს 200-ზე მეტი მონაწილე ეყოლება.
15:02 / 18.09.2019
წუხელ მოსულმა სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტი კიდევ ერთხელ
დააზარალა. წინასწარი მონაცემებით ზარალი მიადგა სოფლებს: ველისციხეს,
მუკუზანს, ახაშენსა და ვაზისუბანს.
წუხელ მოსულმა სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტი კიდევ ერთხელ დააზარალა. წინასწარი მონაცემებით ზარალი მიადგა სოფლებს: ველისციხეს, მუკუზანს, ახაშენსა და ვაზისუბანს.
09:30 / 18.09.2019
NDI-ს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ ის
საშუალო ეკონომიკურ საფეხურზეა.
NDI-ს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ ის საშუალო ეკონომიკურ საფეხურზეა.
16:23 / 17.09.2019
ალბათ ყველამ ვიცით, რომ არსებობს დადებითი და უარყოფითი ენერგეტიკის
მატარებელი მცენარეები. ამიტომ, როდესაც სახლისთვის ყვავილს ვარჩევთ,
ფრთხილად უნდა ვიყოთ.
ალბათ ყველამ ვიცით, რომ არსებობს დადებითი და უარყოფითი ენერგეტიკის მატარებელი მცენარეები. ამიტომ, როდესაც სახლისთვის ყვავილს ვარჩევთ, ფრთხილად უნდა ვიყოთ.
14:39 / 13.09.2019
სხვა ამბები
21-29 სექტემბერს თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
16:55 / 18-09-2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით აცხადებს კონკურსს “დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე”:
11:25 / 16-09-2019
16 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 25 საჯარო სკოლიდან სწავლა მხოლოდ კარდენახში გადაიდო, რაც მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.
11:24 / 16-09-2019
ევროკავშირის ქვეყნებისა და ორგანიზაცია „Evens Foundation“-ის მიერ წარმატებულ და ეფექტიან მედიაწიგნიერების პროექტად აღიარებულ „მედიის ეკონომიკის“ კურსს სექტემბრიდან საქართველოს სკოლების მოსწავლეები გაივლიან.
18:35 / 14-09-2019
განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ.
01:25 / 14-09-2019
ბუტიკი Petits Bonheurs 2019 წლის 28 სექტემბერს 17:00 საათზე გიწვევთ შემოდგომის კოლექციის ჩვენებაზე.
18:39 / 13-09-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« სექტემბერი 2019 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.