საზოგადოება
ხვალ მხიარულთა და საზრიანთა რეგიონული ჩემპიონატი გაიმართება
17 ივლისს 18:00 საათზე გურჯაანის მუნიციპალურ კულტურის ცენტრში მხიარულთა და საზრიანთა რეგიონული ჩემპიონატი გაიმართება.



მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ეკა ცისკარაშვილის განმარტებით, თამაშში, გურჯაანისა და ახმეტის მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.
„ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტს გავუგზავნეთ წერილი, რომ მონაწილეობა მიეღოთ, მაგრამ მხოლოდ ახმეტის გუნდმა გამოთქვა სურვილი. გვეყოლება თბილისიდან ჟიური, რომელიც გამარჯვებულს გამოვლენს. წელს ამით დასრულდება მხიარულთა და საზრიანთა თამაშები.“


მისივე თქმით, გამარჯვებული გუნდი შესაბამისი პრიზით დაჯილდოვდება.

| Print |
FaceBook Twitter Google