სიღნაღის მუზეუმში ვალერიან სიდამონ-ერისთავის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
დღეს სიღნაღის ერონულ მუზეუმში მხატვარ
ვალერიან სიდამონ-ერისთავის ნამუშევრების
რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნა.
გამოფენაზე, რომელიც მხატვრის 130 წლის იუბილეს მიეძღვნა,
წარმოდგენილია ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ფერწერული და გრაფიკული
ნამუშევრები, თეატრალური ესკიზები და კარიკატურები.
ვალერიან სიდამონ-ერისთავი XX საუკუნის ქართული მხატვრობის ერთ-ერთი
გამორჩეული ფიგურაა. მისი შემოქმედება მოიცავს თეატრისა და კინოს
მხატვრობის, ასევე ხატწერის ნიმუშებს. ხელოვანს ასევე, შესრულებული
აქვს შუა საუკუნეების ფრესკების ასლები.
ნამუშევრები სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში 31 აგვისტომდე იქნება
წარმოდგენილი.
მასალის გამოყენების პირობები