საზოგადოება
გურჯაანს წყალი ღამის საათებში შეუწყდება
ზაფხულში წყლის გაზრდილი მოხმარების გამო, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გურჯაანის სერვისცენტრი მიწოდების შესაბამის გრაფიკზე გადადის. ამის შესახებ speqtri.ge-ს მენეჯერმა ბესიკ ბერუაშვილმა განუცხადა.


„ზაფხულია და მოსახლეობაში წყლის მოხმარება გაიზარდა. ამიტომ ჩვენს აბონენტებს პრობლემა რომ არ შეექმნათ, გადავწყვიტეთ, საღამოს თორმეტის ნახევარზე დავკეტოთ წყალი და დილით ექვსის ნახევარზე გავუშვათ.“
მისივე თქმით, გრაფიკი ჯერჯერობით 2-3 კვირა გაგრძელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google