საზოგადოება
თელავში კორპუსების რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი სამჯერ ჩავარდა
მიმდინარე წელს თელავშის მერიამ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გარე ფასადების რეაბილიტაცია უნდა განახორციელოს. სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი სამჯერ გამოაცხადეს და არცერთხელ არ შედგა.
"პირველ ჯერზე კომპანიებმა მიზეზად თანხის სიმცირე დაასახელეს, რის შემდეგაც მოხდა კორექტირება, თუმცა არც ამჯერად შედგა, მიზეზი უცნობია. აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვა მსხვილ კომპანიებთან, პირადად ჩემი ჩართულობით მიმდინარეობს მოლაპარაკები და იმედი გვაქვს, მალე დავიწყებთ სამუშაოებს,"-აღნიშნა მერმა შოთა ნარეკლიშვილმა.

გარე ფასადის რაებილიტაცია ჩაუტარდება ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს და ქეთევან წამებულის ქუჩაზე განლაგებულ კორპუსებს.


| Print |
FaceBook Twitter Google