საზოგადოება
გურჯაანის დელეგაცია უჯიატე-ტრევანოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იტალიის, მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.დელეგაცია, კომოს ტბაზე გამართულ კონფერენციას დაესწრო და იქ მყოფ 8 ქვეყნის წარმომადგენლებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.



მერის მოადგილის სიმონ ქოჩორაშვილის განმარტებით, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა და უჯიატე-ტრევანოს წარმომადგენლებმა, ტურიზმის, ეკონომიკის, მეღვინეობის, განათლების, სპორტისა და მერიის სტრუქტურის შესახებ გაცვალეს ინფორმაცია.
„საკრებულოს და მერიის წარმომადგენლები ხუთი დღით, ვიმყოფებოდით ჩრდილო იტალიაში, მილანიდან 45 კილომეტრში. ეს იყო გაცნობითი შეხვედრა. მათ მოწვეული ჰყავდათ დამეგობრებული ქვეყნის დელეგაციები: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, ლიტვადან, ლატვიასა და მალტადან. ჩვენ ვიმყოფებოდით სტუმრის რანგში. ამის შემდეგ ჩამოყალიბდება სხვადასხვა ურთიერთობები, როგორც კულტურული, ისე სხვა კუთხით. ეს, რა თქმა უნდა, სასიკეთოდ წაადგება ჩვენს მუნიციპალიტეტს. გვქონდა დატვირთული საქმიანი შეხვედრები, ყოველდღიურ რეჟიმში გავდიოდით კონკრეტულ თემებს. “


მისივე თქმით, უჯიატე-ტრევანოსთან მემორანდუმი გურჯაანის ღვინის ფესტივალზე, იტალიელების ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება.

| Print |
FaceBook Twitter Google