საზოგადოება
გურჯაანში ამბულატორიების რეაბილიტაცია დაიწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. შაშიანის, კალაურის, ჭერემის,ზეგაანის, ჩუმლაყის, ბაკურციხის, კაჭრეთისა და ზემო კაჭრეთის ამბულატორიებს რეაბილიტაცია უტარდება, ხოლო ახაშენში ახალი აშენდება.



როგორც ჩვენთან საუბარში მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, კოტე ბერიძიშვილმა განაცხადა, დაგეგმილი იყო შენობების კოსმეტიკური რემონტი და სველი წერტილების მოწესრიგება.
„წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კაპიტალური რემონტი რვა ამბულატორიას უტარდება. ამ დროისთვის სარემონტო სამუშოები თითქმის უკვე ყველგან მიმდინარეობს. ზოგი დასრულდა, ზოგი მოკლე პერიოდში დასრულდება. გამონაკლისია ჭერემი, სადაც რეაბილიტაცია მომავალი კვირიდან უნდა დაიწყოს. ყველგან ძირითადად კეთდება სველი წერტილები, ჭერი, იცვლება ფანჯრები და ა.შ. რაც შეეხება ახაშნის ამბულატორიას, იქ უკვე გამოცხადდა ტენდერი და რომ დასრულდება, სხვა პროცედურებიც მიჰყვება.“


შეგახსენებთ, რომ ამბულატორიები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და 687 ათას 707 ლარია განსაზღვრული.

| Print |
FaceBook Twitter Google