საზოგადოება
გურჯაანის პოლიცია ახალ მისამართზე გადადის
speqtri.ge-ს ინფორმაციით, ორშაბათიდან შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველო ახალ შენობაში გადადის.


უკვე მიმდინარეობს ავეჯის გადაზიდვა და კონდინციონერების მონტაჟი. პოლიცია კვლავ ნონეშვილის გამზირზე იქნება, სიღნაღის უნივერსიტეტის ფილიალის ყოფილ შენობაში (ქართული კრედიტის ქვემოთ).
შეგახსენებთ, რომ ახალი შენობის ასაშენებლად, რომელიც, ძველ ადგილას განთავსდება, სატენდერო წინადადებების მიღება 21 ივნისს დასრულდა. სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 596 883 ლარია.

| Print |
FaceBook Twitter Google