საზოგადოება
ექიმებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა ათასი ლარით, ხოლო განმეორება - 2 ათასი ლარით დაჯარიმდება
სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება. ამასთან დაკავშირებით, 23 ივლისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, სხდომაზე, საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს.


ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე, ლევან კობერიძე, მირიან წიკლაური, რატი იონათამაშვილი, დიმიტრი მხეიძე, კობა ნარჩემაშვილი, ელგუჯა გოცირიძე და მარიამ ჯაში.


„კანონპროექტის შემუშავების მიზეზია ის, რომ საგრძნობლად მოიმატა ჯანმრთელობის დაცვის პერსონალზე და სოციალურ მუშაკზე ძალადობის შემთხვევებმა, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში ძალით შეჭრის, დარბევისა და პიკეტირების ფაქტებმა. ეს დასტურდება კლინიკების ასოციაციების, საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების, სასწრაფო გადაუდებელი სამსახურებისა და სხვა პირების მიერ მოწოდებული ინფორმაციებით. სამედიცინო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, ახდენს ჯანმრთელობის დაცვის პერსონალზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, პრობლემას უქმნის და აფერხებს სხვა პაციენტებისათვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველყოფას და შესაბამისად ლახავს სხვა პაციენტების უფლებებსა და ინტერესებს. ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფი ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი შეცდომებს გაცილებით უფრო ხშირად უშვებს და ამით საფრთხე ექმნება, პაციენტის ჯანმრთელობას. პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მას შეშინებული და დათრგუნული პერსონალი არ უნდა უწევდეს სამედიცინო მომსახურებას. იქიდან გამომდინარე, რომ სამედიცინო საქმიანობა არის სტრატეგიული პროფესია, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი და სოციალური მუშაკი მოითხოვს როგორც მეტ დაცულობას, ასევე პრევენციული ღონისძიებების გატარებას, საზოგადოების აგრესიისგან დასაცავად“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.


წყარო: commersant.ge

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-22 ოქტომბერს საქართველოს
ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-22 ოქტომბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
11:03 / 19.10.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკურ შემადგენლობას 65 პიკაპის
ტიპის ახალი ავტომობილი და 2 ბაგი შეემეტა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკურ შემადგენლობას 65 პიკაპის ტიპის ახალი ავტომობილი და 2 ბაგი შეემეტა.
16:48 / 18.10.2019
კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია უკვე ათი დღეა დაიწყო.
მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელის, გოგი მაჩხაშვილის
განმარტებით, სამუშაოები ზაფხულის ბოლოს დასრულდება.
კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია უკვე ათი დღეა დაიწყო. მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელის, გოგი მაჩხაშვილის განმარტებით, სამუშაოები ზაფხულის ბოლოს დასრულდება.
16:12 / 18.10.2019
ორშაბათს, 21 ოქტომბერს გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში,
გურჯაანის ეპარქიის მეუფე ექვთიმეს ლოცვა-კურთხევით, თბილისის
საკათედრო ტაძრიდან მაცხოვრის ჯვრის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ.
ორშაბათს, 21 ოქტომბერს გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში, გურჯაანის ეპარქიის მეუფე ექვთიმეს ლოცვა-კურთხევით, თბილისის საკათედრო ტაძრიდან მაცხოვრის ჯვრის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ.
12:30 / 18.10.2019
17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანების დღე აღინიშნება. დღეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა და ვეტერანების საქმეთა სამსახურის
ხელმძღვანელმა, ვეტერანებთან ერთად გმირთა მემორიალი ყვავილებით
შეამკეს.
17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანების დღე აღინიშნება. დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა და ვეტერანების საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა, ვეტერანებთან ერთად გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
15:08 / 17.10.2019
სხვა ამბები
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით, გურჯაანის საჭადრაკო კლუბში ვეტერანებს შორის ჭადრაკსა და შაშში შეჯიბრი გაიმართა. საჭადრაკო კლუბის მენეჯერის გიორგი ქიტესაშვილის თქმით, ტურნირი კახეთის მასშტაბით ჩატარდა.
16:31 / 17-10-2019
თბილისში, ძალისმიერ სამჭიდში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გურჯაანელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და ოქროს მედლები მოიპოვეს.
12:54 / 17-10-2019
12-13 ოქტომბერს თბილისში გამართულ საკვალიფიკაციო ტურნირზე, გურჯაანის საჭადრაკო სკოლის მოსწავლემ, ათი წლის მაგდა ღამბაშიძემ საპატიო პირველი ადგილი დაიკავა.
16:36 / 15-10-2019
დღეიდან ექთნის შტატი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთჯგუფიან საბავშვო ბაგა-ბაღებსაც დაემატა. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ლელა თევდორაშვილის განმარტებით, ასეთი სულ 14 ბაღია.
14:26 / 15-10-2019
გურჯაანელებმა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრების მოსაწვევად სოციალურ ქსელში ლაივ-ფლეშმობი მოაწყვეს და 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ღვინის ფესტივალზე დაპატიჟეს.
15:27 / 10-10-2019
პროფესიული განათლება, როგორც უმაღლესი განათლების ერთგვარი ალტერნატივა, განათლების სფეროს განუყოფელი ნაწილია და სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
16:44 / 07-10-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.3088
USD
USD
1
2.9718
GBP
GBP
1
3.8345
TRY
TRY
1
0.5134
RUB
RUB
100
4.6461
ამინდი
გურჯაანი 12 / 26 °C
img
საგარეჯო 12 / 23 °C
img
დ.წყარო 10 / 21 °C
img
სიღნაღი 12 / 26 °C
img
ლაგოდეხი 12 / 23 °C
img
ყვარელი 12 / 26 °C
img
თელავი 12 / 24 °C
img
ახმეტა 12 / 25 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.