საზოგადოება
გურჯაანის დელეგაცია ესპანური ღვინის მარნების წარმოებას გაეცნო
გურჯაანის მერიის დელეგაცია ბასკეთის ავტონომიურ ოლქში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ამ ხნის განმავლობაში, ისინი რიოხა ალავესაში, მარნების ასოციაციის ხელმძღვანელს შეხვდნენ. ასევე ალავას პროვინციის ქალაქ ლაგუარდიაში ესპანური ღვინის მარნების წარმოებას გაეცნენ და მათ მიერ დაყენებული ღვინოებიც დააგემოვნეს.



მერიის საგარეო ურთიერთობების საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განყოფილების უფროსის ნინი ნინოშვილის განმარტებით, შეხვედრები მნიშვნელოვანი იყო, ორი სხვადასხვა კულტურის მქონე მუნიციპალიტეტის საერთო ღირებულებებისა და ინტერესების გაცნობის, ასევე გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.


„პირველ დღეს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შევხვდით ბასკეთის ნაციონალური პარტიის ხელმძღვანელს და სავაჭრო პარტიის წარმომადგენლებს. მათთან ვისაუბრეთ ბიზნესის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე და იმ უპირატესობებზე, რაც საქართველოს გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით, როგორც ევროკავშითან ისე სხვა ქვეყნებთან. მეორე დღეს შევხვდით ჰაზის და ნეიკერის წარმომადგენლებს. მათთან ერთად ვისაუბრეთ სახელმწიფოს მხრიდან ღვინის სექტორის წახალისების პროგრამების შესახებ. ჰაზი არის კომპანია, რომელიც ხელს უწყობს მდგრად განვითარებას და აქცენტს ძირითადად ღვინოზე აკეთებს, ხოლო ნეიკერი ატარებს კვლევებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შევხვდით ქალაქ ლაგუარდიის მერს, რომელთანაც ვისაუბრეთ შემდგომი თანამშრომლობის შესახებ. იგეგმება ორი ქალაქის დამეგობრება, ოქტომბერში ჩამოვლენ ღვინის ფესტივალზე და გაფორმდება მემორანდუმი. “


მისივე თქმით, დელეგაციის წევრები გაეცნენ ესპანური ღვინის მარნების წარმოებას და დააგემოვნეს მათ მიერ დაყენებული ღვინოები.
„შევხვდით მარნების ასოციაციის ხელმძღვანელს, რომელთან ერთადაც ვისაუბრეთ ღვინის ტურიზმზე. ასოციაციაში გაერთიანებულია 108 ღვინის კომპანია, მათაც ველოდებით ღვინის ფესტივალზე. შეხვედრები იყო ძალიან დატვირთული, სადაც დაისახა მომავალი თანამშრომლობის სტრატეგია. ჩვენ გავეცანით მათ თანამედროვე მიდგომებს, კულტურას, ტექნოლოგიებს, ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება.“


დელეგაცია ესპანეთში სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ადმინისტრაციული შენობის
მიმდებარე ტერიტორიაზე, „ხილის ფესტივალი 2019“ ჩატარდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ხილის ფესტივალი 2019“ ჩატარდა.
19:19 / 17.08.2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით
ესტონეთის ქალაქ კუუსალუში იმყოფებოდა.მერის მოადგილის ლელა
თევდორაშვილის თქმით, დელაგაციის წევრები მუსიკალურ ფესტივალს
დაესწრნენ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის ქალაქ კუუსალუში იმყოფებოდა.მერის მოადგილის ლელა თევდორაშვილის თქმით, დელაგაციის წევრები მუსიკალურ ფესტივალს დაესწრნენ.
17:58 / 16.08.2019
გურჯაანში მდებარე სპირტის ქარხანას - შპს „უნივერსალ სპირიტს“
ადგილობრივები გარემოს დაბინძურებაში ადანაშაულებენ.
გურჯაანში მდებარე სპირტის ქარხანას - შპს „უნივერსალ სპირიტს“ ადგილობრივები გარემოს დაბინძურებაში ადანაშაულებენ.
17:08 / 31.07.2019
გურჯაანის მერიის დელეგაცია 7-10 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით
ესტონეთის ქალაქ კუუსალუში მუსიკალურ ფესტივალზე გაემგზავრება.
გურჯაანის მერიის დელეგაცია 7-10 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის ქალაქ კუუსალუში მუსიკალურ ფესტივალზე გაემგზავრება.
15:11 / 31.07.2019
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა
მდინარე სტორში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა მდინარე სტორში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
13:21 / 31.07.2019
სხვა ამბები
სტუდენტთა საშემოდგომო მობილობის ვადები ცნობილია. რეგისტრაცია 31 ივლისს დაიწყება და 21 აგვისტოს დასრულდება.  
15:53 / 29-07-2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 24 საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლისთვის 619 პირველკლასელი დარეგისტრირდა. გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, რიცხვი შარშანდელთან შედარებით გაზრდილია.
15:32 / 25-07-2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია 2 აგვისტოს დაიწყება და 20 აგვისტომდე გაგრძელდება.
16:10 / 23-07-2019
1. საერთაშორისო თანამშრომლობა - ეს ამბავი მნიშვნელოვანია, რაკი ევროპული სტანდარტები კარგი რამეა, პასუხისმგებლობაც უფრო დიდია, როცა სადაზღვევო კომპანიის უკან რომელიმე დიდი, მსოფლიო ან ევროპული დონის კომპანია დგას და ა.შ.
14:05 / 19-07-2019
სექტემბრიდან ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დაბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
14:40 / 15-07-2019
აბიტურიენტებისთვის საინტერესოა, თუ როდის გამოქვეყნდება მათი ნამუშევრების პირველადი შედეგები. ამ კითხვით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზის ოპერატორს მივმართეთ.
17:26 / 11-07-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« აგვისტო 2019 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.