საზოგადოება
როდის დაიწყება ძაღლების თავშესაფრის მშენებლობა გურჯაანში
2019 წელს გურჯაანში მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით უპატრონო ძაღლებისთვის თავშესაფარი აშენდება.


ადგილი უკვე შერჩეულია, თუმცა სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. საკითხის გასარკვევად speqtri.ge მუნიციპალური განვითარების ფონდის პრესამსახურს დაუკავშირდა. როგორც მათ ჩვენთან საუბარში განაცხადეს, პროექტირება უკვე დასრულებულია. ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი და ამის შემდეგ უკვე სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება.


შეგახსენებთ, რომ ძაღლების თავშესაფრის ასაშენებლად გურჯაანში სარწყავი არხის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა. აღნიშნული მშენებლობის თანადაფინანსებისთვის თანხას კახეთის რვავე მუნიციპალიტეტი გაიღებს.

| Print |
FaceBook Twitter Google