საზოგადოება
მაშველებმა თუშეთში ავარიის შედეგად გარდაცვლილი მეშვიდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა მდინარე სტორში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.


უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე მომხდარი სამაშველო საძიებო ოპერაცია დასრულებულია.
ხეობაში ამ დროის განმავლობაში მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის სამმართველოს და მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფები.

მაშველებმა ხეობიდან ავარიის დროს გადარჩენილი ხუთი მოქალაქიდან სამის უვნებლად ამოყვანა შეძლეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება. ექვსი გარდაცვლილის ცხედრის წყლიდან ამოყვანა კი პირველსავე დღეებში მოხერხდა.

შეგეხსენებთ, რომ თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა 27 ივლისს მოხდა. ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / თუშეთი /