საზოგადოება
სამსახურიდან ზოგი თანამშრომელი თავისი ნებით მიდის და ზოგს ჩვენ ვუშვებთ - ვალერი შოშიაშვილი
ააიპ-ი გურჯაანის მუნიციპალურ კულტურის ცენტრში სტრუქტურის ოპტიმიზაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის 69 მოქმედ თანამშრომელს ხელშეკრულება პირველ სექტემბრამდე აქვს გაფორმებული.



დირექტორის ვალერი შოშიაშვილის განმარტებით, სამსახური შესაძლოა დაახლოებით 10-15 თანამშრომელმა დატოვოს.
„ვახორციელებთ პროექტს, რომელიც მოიცავს სოფლებში კულტურული ღონისძიებების ჩატარებას. ეს გვაძლევს საშუალებას, მაქსიმალურად დავაკვირდეთ თითოეული თანამშრომელი როგორ ასრულებს თავის მოვალეობა-ფუნქციას. ააიპი ცოცხალია ორგანიზმია და მუდმივად საჭიროებს განახლებას. ზოგი თანამშრომელი თავისი ნებით მიდის სამსახურიდან და ზოგს ჩვენ ვუშვებთ. გვინდა მოვახდინოთ ჯანსაღი ორგანიზმის ჩამოყალიბება და შევქმნათ გუნდი, რომელთანაც ვიმუშავებთ. ხდება სტრუქტურის ოპტიმიზაცია და სექტემბრიდან სამსახურს დაახლოებით 10-15 ადამიანი დატოვებს. ჯერ ზუსტი რაოდენობა არ ვიცით, საბოლოო ვერსიაზე არ ჩამოვყალიბებულვართ. გეტყვით იმასაც, რომ ახალი კადრის მიღებას არ ვაპირებთ, რადგან მოხდება მოქმედი თანამშრომლებისთვის ვალდებულებების გაზრდა. ახალი სტრუქტურა რომ ჩამოვაყალიბოთ თითოეულ თანამშრომელზე გადანაწილდება სხვადასხვა ფუნქცია.“


შეგახსენებთ, რომ ააიპი გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრში რეორგანიზაცია მაისშიც ჩატარდა, რა დროსაც 20 თანამშრომელი გაათავისუფლეს.

| Print |
FaceBook Twitter Google