საზოგადოება
როდის დაიწყება ზიარის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები
ქალაქ გურჯაანიდან სოფელ ზიართან დამაკავშირებელი გზა ავარიულ მდგომარეობაშია. როგორც მძღოლები ამბობენ, გარდა იმისა, რომ ასფალტის საფარი დაზიანებულია, პრობლემაა დამეწყრილი მონაკვეთები და გზის სივიწროვე, რაც ავარიულ სიტუაციას ქმნის.



გიორგი დოლმაზაშვილის თქმით, გზის ერთ მონაკვეთში სამშენებლო მასალების ნარჩენები ყრია, რაც მანქანის საბურავებს აზიანებს.
„ზოგადად გზა ძალიან დაზიანებულია. განსაკუთრებით ერთი მონაკვეთია ცუდ მდგომარეობაში, იქ ვიღაცას სამშენებლო მასალები დაუყრია, ვითომ ამოვსების მიზნით, მაგრამ ეს უარესია. საბურავები ფუჭდება. გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, რომ ვიწრო გზაა. განსაკუთრებით კიდევ მოსახვევებში. რაც ხშირად ავარიულ სიტუაციას ქმნის. ვფიქრობ, თუ ამ საქმეს საშველი დაადგება, წესიერად უნდა გაკეთდეს, რომ ყველანაირი პრობლემა აღმოიფხვრას. ამ გზით ძირითადად ე.წ. „უკანა მხრის“ მოსახლება სარგებლობს.“


როგორც ჩვენთან საუბარში მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა განაცხადა, ზიარის გზა ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია მუნიციპალიტეტისთვის.
„ეს არის ერთ-ერთი ულამაზესი გზა. ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია მისი აღდგენა, რადგან სხვა მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებიც ხშირად სარგებლობენ. უკვე ნაყიდი გვაქვს მზა პროექტი, რომლის ღირებულება 4 მილიონ 440 ათასი ლარია. ერთი თვეა, რაც გადავეცით საგზაო დეპარტამენტს, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით, თვითონ, საკუთარი თანხით გააკეთებს. ჩვენ არანაირ თანამონაწილეობაში არ შევდივართ. რამდენიმე ადგილზე მეწყერული ზონაა, რაც გზას ძალიან აფუჭებს. ამიტომ რთული სამუშაოებია ჩასატარებელი. გზა მთლიანად გაკეთდება და დაიგება ასფალტის საფარი. “


მისივე თქმით, სამუშაოების დაწყება, სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის იგეგმება. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ გზის რეაბილიტაცია 2016 წელს განხორციელდა. 



ფოტო: speqtri.ge-ს არქივიდან


ამავე თემაზე:

ზიარი-არაშენდის ჩანგრეული გზა-კატასტროფის რეალური საფრთხე [Video]


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აციებასთან ერთად ვირუსების რიცხვიც გაიზარდა. გურჯაანის
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ამბულატორიებში
პაციენტების მიმართვიანობამ გასულ კვირასთან შედარებით მოიმატა.
აციებასთან ერთად ვირუსების რიცხვიც გაიზარდა. გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ამბულატორიებში პაციენტების მიმართვიანობამ გასულ კვირასთან შედარებით მოიმატა.
11:56 / 21.11.2019
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან დასავლეთ
საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში
ნალექიანი ამინდი იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდი იქნება.
13:08 / 20.11.2019
ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები აქციების განახლებას
მომდევნო კვირიდან აანონსებენ.
ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები აქციების განახლებას მომდევნო კვირიდან აანონსებენ.
11:34 / 20.11.2019
საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების კუთხით, მიდგომების გამკაცრება
ქვეითების მიმართაც იგეგმება. აღნიშნულის შესახებ, შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომლის
ინიცირებაც პარლამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება.
საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების კუთხით, მიდგომების გამკაცრება ქვეითების მიმართაც იგეგმება. აღნიშნულის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება.
12:14 / 19.11.2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია დასრულდა, როს
შედეგადაც სამსახურიდან ხუთი თანამშრომელი გათავისუფლდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია დასრულდა, როს შედეგადაც სამსახურიდან ხუთი თანამშრომელი გათავისუფლდა.
15:34 / 18.11.2019
სხვა ამბები
გურჯაანის ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბში,ნანა იოსელიანის თასზე კახეთის რეგიონის მოსწავლეთა გუნდური პირველობა ჩატარდა. შეჯიბრში 48 მოჭადრაკე მონაწილეობდა.
16:24 / 18-11-2019
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პენსიონერი პედაგოგების სკოლიდან ღირსეულად გაცილების პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო.ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
14:36 / 14-11-2019
სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში გურჯაანისა და საგარეჯოს საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
17:50 / 08-11-2019
თელავის კიკბოქსინგის კლუბ „ჯორჯიას“ სპორტსმენებმა იორმუღანლოში გამართულ WJF6 ტურნირზე 3 პირველი და 2 მეორე ადგილი დაიკავეს.
15:02 / 06-11-2019
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით თბილისში უმცროს კადეტთა შორის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, სადაც გურჯაანელი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.
10:10 / 05-11-2019
ბათუმში გამართულ ცურვის საერთაშორისო ტურნირზე გურჯაანელმა სპორტსმენებმაც მიიღეს მონაწილეობა. ნინო მამუკაშვილმა მესამე ადგილი აიღო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
15:51 / 04-11-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2956
USD
USD
1
2.9776
GBP
GBP
1
3.8444
TRY
TRY
1
0.5229
RUB
RUB
100
4.6553
ამინდი
გურჯაანი 3 / 7 °C
img
საგარეჯო 1 / 4 °C
img
დ.წყარო -2 / 4 °C
img
სიღნაღი 2 / 7 °C
img
ლაგოდეხი -1 / 7 °C
img
ყვარელი 3 / 7 °C
img
თელავი 2 / 6 °C
img
ახმეტა 1 / 5 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.