საზოგადოება
ახმეტაში მდინარე ალაზანი დაშრა
ახმეტაში  მდინარე ალაზანი თითქმის მთლიანად დაშრა, რის გამოც სოფელ ზემო და ქვემო ალვანს სარწყავი წყალი აღარ მიეწოდება.
-"ალაზანის მთლიანი კალაპოტი მიმართულია ზემო და ქვემო ალვანის სარწყავ არხებში, ამას თავად მოსახლეობა არეგულირებს. ერთმანეთში ჰქონდათ უთანხმოება, თუ საით წასულიყო მდინარე სარწყავად. იქიდან გამომდინარე, რომ საშინელი გვალვაა, დებეტმა დაიკლო. მდინარეში აღარ დარჩა იმდენი წყალი, რომ კალაპოტში ჩაედინებოდეს. ზოგი ფიქრობს, რომ წყალი ალაზანში უნდა მიდიოდეს, ნაწილს საერთოდ არ აინტერესებს იქ წყალი ჩავა თუ არა, მას სავარგულის მორწყვა სჭირდება,"-აცხადებს speqtri.ge-სთან ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ალაზანის კალაპოტის დაშრობის გამო, ზემოთ აღნიშნული სოფლების მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება, მერი არასწორს უწოდებს.

-"გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა ალაზნის სარწყავ წყალს ჩვენ ვუშვებთ სასმელ ქსელში და ამას ვაწვდით ხალხს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ზემო ალვანის სასმელი წყლის სადრენაჟე სისტემა შემოღობილია და დაცულია, ეტაპობრივად მიმდინარეობს დაქლორვითი სამუშაოები,"- ამბობს მერი.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ალაზანი / ახმეტა /