საზოგადოება
ხევი, რომელიც კარდენახელებს საფრთხეს უქმნიდა იწმინდება
სოფელ კარდენახში, "კულანჯის" ხევის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.



კარდენახში მერის წარმომადგენლის მანუჩარ გოგიშვილის განმარტებით, აღნიშნული ხევი, წლების განმავლობაში უხვი ნალექის მოსვლის დროს დასახლებულ ტერიტორიას საფრთხეს უქმნიდა.
„დაახლოებით ორი კვირაა, რაც სამუშაოები დაიწყო. იწმინდება სოფლიდან რკინიგზამდე დაახლოებით ერთი კილომეტრის სიგრძის მონაკვეთი. ცუდი მდგომარეობაა, წლების განმავლობაში არ გასუფთავებულა და ნაგვით არის სავსე. ამ დროისთვის, სავარგულების მხარეს სრულადაა გასუფთავებული. ნალექის დროს დიდდებოდა, ვენახებში ვარდებოდა და გზაზეც გადმოდიოდა. როგორც ვიცი, კომპანიას სამუშაოების დასასრულებლად ერთი თვის ვადა აქვს.“


ხევის გაწმენდისთვის რეგიონალური განვითარების ფონდიდან 27 755 ლარია გამოყოფილი. ,სამუშაოებს შპს "მშენებელი 4 ჯი" ასრულებს.  მანუჩარ გოგიშვილის თქმით, სამომავლოდ კარდენახში ხევისუბნის ხევის გაწმენდაც იგეგმება.

| Print |
FaceBook Twitter Google