საზოგადოება
წყალი ისეთი მღვრიე იყო, ვერაფერში გამოიყენებდი - ახაშნის მოსახლეობა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში „სასაფლაოს უბანში“, მოსახლეობას სასმელი წყალი უკვე რამდენი წელია არ მიეწოდება. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დასალევად წყლის მოტანა შორი მანძილიდან უწევთ.


მაია კობიაშვილის თქმით, მსგავსი პრობლემა მუდმივად არსებობს, თუმცა ზაფხულში უფრო გაუსაძლისი მდგომარეობაა.
„ამ ზაფხულს გრაფიკი დაგვიწესეს, წყალი დაბალი წნევით მოდიოდა, მაგრამ ისეთი მღვრიე იყო, რომ ვერაფერში გამოიყენებდი. ეხლა ერთი თვეა, ესეც აღარ არის. დასალევი და სახმარი წყალი შორი მანძილიდან, ბურღიდან მოგვაქვს, ხშირად ვერ მივდივართ და დიდი ხნის ნადგამი წყლის დალევა გვიწევს. ვისაც ტრანსპორტი არ აქვს, მათთვის ეს უფრო დიდი პრობლემაა. ოჯახში წყალი, განსაკუთრებით ზაფხულში, დიდი რაოდენობით გვჭირდება, ამიტომ დღეში ხან ორი გზის გაკეთება გვიწევს. იმედია, მოგვხედავენ და ყურადღებას მოგვაქცევენ, რადგან ეს პრობლემა მუდმივად არსებობს.“


გურჯაანის მუნიციპალური სერვისის დირექტორის თამაზ აბრამიშვილის განმარტებით, კონკრეტული უბანი ზეგაანი-ახაშნის საერთო შემკრებიდან მარაგდება.
„ეს არის ოთხიათას ტონიანი ავზი, რომელშიც წყალი ჭერმის ხევიდან შემოდის. მღვრიე მაშინ არის, როდესაც წვიმებია. ამჯერად, ჭერმის ხევი ისეთი ცოტა მოდის, რომ 75 დიამეტრის მილსაც ვერ გაავსებს და ამ დროს ეს წყალი ოთხ სოფლის: ახაშნის, მუკუზნის, ზეგაანისა და ველისციხის სათავეებზე ნაწილდება. ახაშენის სხვა უბნებში ჭაბურღილებია. აქაც გაკეთდა რამდენიმე წლის წინ, თუმცა სამწუხაროდ, წყალი არ ამოვიდა. მომავალში რა იქნება, ამას ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ეს ჩემი პრეროგატივა არ არის. მე არსებულის მოვლა-პატრონობა მევალება. დაახლოებით ოთხ მილიონამდე მაინც უნდა დაიხარჯოს, რომ წყალმომარაგების კუთხით მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. უარესი ვითარებაა სხვა სოფლებშიც. “


მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის თქმით, მომავალში სოფელ ახაშენში რამდენიმე ჭაბურღილის გაკეთება იგეგმება. თუმცა, ზუსტად როდის დაიწყება სამუშაოები, ჯერჯერობით უცნობია.
„წყლის პრობლემა თითქმის ყველა სოფელშია. ძირითადად ეს გამოწვეულია გვალვებით, რომელიც დიდიხანია გრძელდება. ამ დროს შრება სათავე-ნაგებობები და იმ რაოდენობით ვერ მიეწოდება მოსახლეობას წყალი, როგორც საჭიროა. სხვადასხვა სოფლებში ჭაბურღილები უკვე დავამატეთ, მაგრამ ამის მიუხედავად, პრობლემა მაინც არსებობს. მომავალში ისევ ვგეგმავთ დამატებით ახალი ჭაბურღილების მოწყობას, მათ შორის ახაშენშიც. ალბათ ამ გზით ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება.“


მისივე თქმით, პერსპექტივაშია ასევე რამდენიმე სოფლის გამრიცხველიანებაც, რაც წყლის უყაირათოდ ხარჯვას შეამცირებს და პრობლემის მოგვარებას ხელს შეუწყობს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ოთხი ახალი  შემთხვევა
გამოვლინდა. ჯამში დადასტურებული შემთხვევა 1003-მდე გაიზარდა. მათ
შორის გამოჯანმრთელებულია - 873 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ოთხი ახალი  შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში დადასტურებული შემთხვევა 1003-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 873 ადამიანი.
10:32 / 15.07.2020
პირველად საქართველოში, აზარტულ თამაშებზე და ნარკოდამოკიდებული
ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის უფასო კონსულტაციის სერვისი
ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს
პირველად საქართველოში, აზარტულ თამაშებზე და ნარკოდამოკიდებული ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის უფასო კონსულტაციის სერვისი ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს
17:39 / 14.07.2020
გურჯაანში, ახტალისა და ჭანტურიას (ყოფილი ზუგდიდის) ქუჩების
მოსახლეობამ გუშინ speqtri.ge-ს დახმარებისთვის მიმართა. ისინი
ითხოვდნენ ატმითა და ვაშლატამით დატვირთული სატვირთო მანქანების
გაყვანას, რომელიც დიდების მემორიალის წინ 24 საათის განმავლობაში
ჩართული ძრავით იდგნენ.
გურჯაანში, ახტალისა და ჭანტურიას (ყოფილი ზუგდიდის) ქუჩების მოსახლეობამ გუშინ speqtri.ge-ს დახმარებისთვის მიმართა. ისინი ითხოვდნენ ატმითა და ვაშლატამით დატვირთული სატვირთო მანქანების გაყვანას, რომელიც დიდების მემორიალის წინ 24 საათის განმავლობაში ჩართული ძრავით იდგნენ.
13:46 / 14.07.2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა ივნისში მარკირებას
დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის
გარეშე შენახვა-გადაზიდვის 54 ფაქტი გამოავლინეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა ივნისში მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 54 ფაქტი გამოავლინეს.
13:41 / 14.07.2020
სხვა ამბები
ლაგოდეხელი 17 წლის ერეკლე თურქაძე, ინტერნეტ-სერიალ ,,ნინველში’’ მთავარ როლზე დაამტკიცეს. ამის შესახებ დამწყები მსახიობი თავად გვესაუბრება.
18:03 / 26-06-2020
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების სისტემა დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავიდა.
13:32 / 25-06-2020
აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდების წერა შესაძლოა, პირბადის გარეშე შეძლონ
18:14 / 24-06-2020
გიორგი ლეონიძის შთაგონების წყარო სოფელი პატარძეული იყო და მისი „ნატვრის ხის“ პერსონაჟებიც პატარძეულელები არიანო - ამბობს პოეტი რომან ზუკაკიშვილი.
14:27 / 24-06-2020
ავთანდილ თუნიაშვილი დღემდე ინახავს გასული საუკუნის 50-იანი წლების სიგელებსა და აფიშებს. მისი თქმით, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ გურჯაანში ქართული ქორეოგრაფიის ფუძემდებელი შოთა თუნიაშვილია, რომლის დამსახურებაცაა რაიონში პირველი ქორეოგრაფიული ანსამბლის დაარსება.
13:20 / 24-06-2020
ხატვა ექვსი წლიდან დაიწყო და მისთვის სერიოზულ გატაცებად იქცა. უფრო ხშირად ღამით ხატავს, განსაკუთრებით კი პეიზაჟები იტაცებს. აკრილის საღებავით მუშაობს, ხშირად კი შერეულ მასალასაც იყენებს.
13:49 / 23-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4817
USD
USD
1
3.0633
GBP
GBP
1
3.8349
TRY
TRY
1
0.4461
RUB
RUB
100
4.3094
ამინდი
გურჯაანი 20 / 33 °C
img
საგარეჯო 19 / 30 °C
img
დ.წყარო 18 / 27 °C
img
სიღნაღი 21 / 33 °C
img
ლაგოდეხი 19 / 29 °C
img
ყვარელი 20 / 33 °C
img
თელავი 19 / 31 °C
img
ახმეტა 19 / 32 °C
img
კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.