საზოგადოება
ჯუგაანში ძვ.წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები აღმოაჩინეს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, დაახლოებით ძვ.წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები აღმოაჩინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.



უწყების ინფორმაციით, ალაზნის ველზე, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა გუნდმა, გეოფიზიკური დაზვერვების შედეგად, დაახლოებით 1 ჰექტარზე განფენილი, სავარაუდოდ, ნახანძრალი ნაგებობის ნაშთები დააფიქსირა. სამუშაოების შედეგად გამოვლინდა რთული გეგმარების ნაგებობა - სასახლის ცენტრალური ექვსსვეტიანი დარბაზი. 1,5 მეტრი სისქის კედლები ალიზის აგურითაა ნაგები. დარბაზის ხის სვეტები კირქვის ზარისებრი ფორმის ბაზისებს ეყრდნობა. ასევე, გამოვლინდა ალიზის აგურით ნაშენები კვადრატული პოდიუმი, რომელზეც, სავარაუდოდ, ტახტი ან საკურთხეველი უნდა მდგარიყო.


„ბაზისების ზარისებრი ფორმა, ისევე როგორც ამავე ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩენილი არქიტექტურული დეტალი - სავარაუდოდ კაპიტელის დეკორი, შესაძლებლობას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ეს ნაგებობა აქემენიდური ხანისაა და ქრისტეს შობამდე დაახლოებით V-IV საუკუნეებით უნდა დათარიღდეს. როგორც ცნობილია, ზარისებრი ბაზისების ფორმა შემუშავდა ძვ.წ. V საუკუნის დასაწყისში აქემენიანთა სპარსეთის იმპერიის ცენტრებში - სუზასა და პერსეპოლისში და ლოტოსის ორნამენტიც აქემენიდური ხელოვნებისთვისაა დამახასიათებელი. ამავე პერიოდს, ძვ.წ. V საუკუნეს, განეკუთვნება ახლადაღმოჩენილი ნაგებობიდან სულ ორიოდე კილომეტრში, 1994-1995 წლებში, გათხრილი ე.წ. გუმბათის სასახლე, რომლის ზარისებრი ბაზისები საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმშია გამოფენილი. ზარისებური ბაზისების კვეთილი დეკორი, როგორც ჩანს, ხანძრის შედეგად დაზიანდა და მხოლოდ რამდენიმე ბაზისის ქვედა ნაწილშია შემორჩენილი.“ - აღნიშნავენ ეროვნულ მუზეუმში.


ახლადაღმოჩენილი სასახლის ნაშთები მიწის ზედაპირიდან სულ ორმოციოდე სანტიმეტრში მდებარეობს და გუთნით ხვნის შედეგად ძლიერაა დაზიანებული.
ქართულ-გერმანული საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელია - გერმანიის მხრიდან დოქტორი კაი კანიუტი (მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტი), ქართული მხრიდან კი საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-კონსულტანტი იულონ გაგოშიძე. ექსპედიციაში ჩართული იყო გერმანელ გეოფიზიკოსთა ჯგუფი იორგ ფასბინდერის ხელმძღვანელობით; არქეოლოგიურ სამუშაოებში მონაწილეობდნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიუნხენის უნივერსიტეტის სტუდენტები.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან დასავლეთ
საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში
ნალექიანი ამინდი იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდი იქნება.
13:08 / 20.11.2019
ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები აქციების განახლებას
მომდევნო კვირიდან აანონსებენ.
ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები აქციების განახლებას მომდევნო კვირიდან აანონსებენ.
11:34 / 20.11.2019
საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების კუთხით, მიდგომების გამკაცრება
ქვეითების მიმართაც იგეგმება. აღნიშნულის შესახებ, შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომლის
ინიცირებაც პარლამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება.
საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების კუთხით, მიდგომების გამკაცრება ქვეითების მიმართაც იგეგმება. აღნიშნულის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება.
12:14 / 19.11.2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია დასრულდა, როს
შედეგადაც სამსახურიდან ხუთი თანამშრომელი გათავისუფლდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია დასრულდა, როს შედეგადაც სამსახურიდან ხუთი თანამშრომელი გათავისუფლდა.
15:34 / 18.11.2019
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს
სოლიდარობა კახეთშიც გამოუცხადეს. თელავის რეფერალური საავადმყოფოს
ექიმებმა კლინიკის წინ მდუმარე აქცია გამართეს.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა კახეთშიც გამოუცხადეს. თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებმა კლინიკის წინ მდუმარე აქცია გამართეს.
14:02 / 18.11.2019
სხვა ამბები
გურჯაანის ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბში,ნანა იოსელიანის თასზე კახეთის რეგიონის მოსწავლეთა გუნდური პირველობა ჩატარდა. შეჯიბრში 48 მოჭადრაკე მონაწილეობდა.
16:24 / 18-11-2019
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პენსიონერი პედაგოგების სკოლიდან ღირსეულად გაცილების პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო.ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
14:36 / 14-11-2019
სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში გურჯაანისა და საგარეჯოს საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
17:50 / 08-11-2019
თელავის კიკბოქსინგის კლუბ „ჯორჯიას“ სპორტსმენებმა იორმუღანლოში გამართულ WJF6 ტურნირზე 3 პირველი და 2 მეორე ადგილი დაიკავეს.
15:02 / 06-11-2019
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით თბილისში უმცროს კადეტთა შორის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, სადაც გურჯაანელი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.
10:10 / 05-11-2019
ბათუმში გამართულ ცურვის საერთაშორისო ტურნირზე გურჯაანელმა სპორტსმენებმაც მიიღეს მონაწილეობა. ნინო მამუკაშვილმა მესამე ადგილი აიღო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
15:51 / 04-11-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2917
USD
USD
1
2.9735
GBP
GBP
1
3.8465
TRY
TRY
1
0.5203
RUB
RUB
100
4.6667
ამინდი
გურჯაანი 1 / 10 °C
img
საგარეჯო 2 / 12 °C
img
დ.წყარო 1 / 9 °C
img
სიღნაღი 1 / 12 °C
img
ლაგოდეხი 1 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 10 °C
img
თელავი 2 / 13 °C
img
ახმეტა 1 / 13 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.